შპს „ტვინო”- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტირებული 2014 წლის 17 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ,' საიდენტიფიკაციო ნომერი: 401993606

ფაქტიური მისამართი ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N34 (ნაკვეთი 17, გიორგი გეგეჭკორის ქუჩა №4), თბილისი 0177, საქართველო.

კომპანია გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ ლიზინგით, რომელიც გულისხმობს შპს „ტვინოს” მიერ თქვენს საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონის (რომლის საბაზრო ღირებულებაა 50-დან 1,000 ლარამდე) შეძენას თქვენზე ლიზინგით გასაცემად 30 დღის ვადით. მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულების შეფასებისა და განაცხადის განხილვის დრო შეადგენს 5 წუთს. თანხის მიღების საკომისიო წარმოადგენს 18%+3.98%=21.98% რომელშიც გათვალისწინებულია დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) მობილური აპარატის განხილვისა და თანხის დამტკიცების საფასური.

ვადაგადაცილება ნეგატიურად აისახება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე.