Phone Chat
(+995 32) 220 30 40
9:00 - 21:00 / კვირა 9:00 - 18:00
ონლაინ დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

  • რას ნიშნავს ნეთკრედიტის ლოიალობის პროგრამა?

    ნეთკრედიტის ლოიალობის პროგრამა აძლევს საშუალებას არსებულ კლიენტებს მიიღონ ფასდაკლება სესხის საკომისიოზე 5% დან 30 % მდე. 

  • როგორ გავხდე ნეთკრედიტის ლოიალობის პროგრამის წევრი?

    ლოიალობის პროგრამის წევრი შეგიძლიათ გახდეთ მეორე სესხის აღების შემდეგ და ამავდროულად, თუ პირველი სესხი დაფარეთ დროულად და ბოლო სესხის გამოყენების ვადა შეადგენდა მინიმუმ 14 დღეს. 

  • თუ გადავავადე სესხი და მისი სარგებლობის ვადა იყო არანაკლებ 14 დღე, მივიღებ თუ არა ნეთკრედიტის ლოიალობის პროგრამის ფასდაკლებას?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ გადაავადოთ სესხი მინიმუმ 14 დღით და ისევ მიიღოთ ლოიალობის პროგრამის ფასდაკლება. 

  • რა უნდა გავაკეთო ლოიალობის პროგრამის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად რათა მივიღო მეტი ფასდაკლება?

    როგორც ავღნიშნეთ ლოიალობის პროგრამის წევრი შეგიძლიათ გახდეთ მეორე სესხის აღების შემდეგ და ამავდროულად, თუ პირველი სესხი დაფარეთ დროზე და ბოლო სესხის გამოყენების ვადა შეადგენდა მინიმუმ 14 დღეს.
    ყოველ მომდევნო სესხზე თქვენ მიიღებთ დამატებით 5%-იან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე, ანუ თუ პირველი სესხი დაფარეთ დროულად - მეორე სესხზე მიიღებთ 5%-იან ფასდაკლებას, წინა სესხის დროულად დაფარვის შემდეგ მიიღებთ 10% -იან ფასდაკლებას მესამე სესხზე, მეოთხე სესხზე 15%- იან ფასდაკლებას და ასე გაგრძელდება სანამ არ მიაღწევთ მაქსიმალურ 30%- იან ფასდაკლებას.
    ეს ფასდაკლება მოქმედებს ბოლო სესხის დაფარვიდან 12 თვის განმავლობაში. 

  • როგორ უნდა გავიგო გავხდი თუ არა ლოიალობის პროგრამის წევრი და რა ოდენობის ფასდაკლებას მივიღებ?

    ინფორმაცია ლოიალობის პროგრამის ფასდაკლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში, ასევე ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებას თქვენ ელ.ფოსტაზე და SMS-ს თქვენ მობულურ ნომერზე. 

  • თუ მე უკვე ვარ ლოიალობის პროგრამის წევრი, შემიძლია ვისარგებლო ნეთკრედიტის სხვა შემოთავაზებებით?

    დიახ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა შემოთავაზებებით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სხვა შემოთავაზების ფასდაკლებები არ ვრცელდება ლოიალობის პროგრამაზე. 

  • რა დროს შემიძლია კრედიტის მიღება?

    ნეთ კრედიტი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9 დან საღამოს 8 საათამდე, ხოლო შაბათს დილის 9 დან დღის 2 საათამდე. 

  • ვის შეუძლია სესხის მიღება?

    სესხის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც უკვე შეუსრულდა 20  წელი და იმ პირებს რომელთა ასაკი არ აღემატება საპენსიო ზღვარს. 

  • კრედიტის მისაღებად თავდები ან გირაო არის საჭირო?

    ჩვენთან კრედიტის ასაღებად არ არის საჭირო თავდები ან გირაო.

  • არის თუ არა აუცილებელი სახელფასო ამონაწერის გამოგზავნა?

    სახელფასო ამონაწერის გამოგზავნა არ არის აუცილებელი.

  • რა ოდენობის თანხა შემიძლია ავიღო და რა ვადით?

    სესხის თანხის საწყისი ოდენობა განისაზღვრება 50-დან 500 ლარამდე, 5 დან 30 დღის ვადით. განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში კი სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 1000 ლარს.

  • შემიძლია თუ არა ავიღო კრედიტი SMS-ის საშუალებით?

    რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ, სესხის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია SMS-ის საშუალებით მობილური ტელეფონის ნომრიდან, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას. გამოაგზავნეთ SMS შეტყობინება ნომერზე 91337, ტექსტით: NETCREDIT <თანხა> <ვადა> <პაროლი>. ეს თანმიმდევრობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული ადგილების გამოტოვებით. მაგალითი: NETCREDIT 200 30 password

  • როგორ მოვიქცე თუ არ ვარ იმ ბანკის კლიენტი რომელშიც ანგარიში აქვს ნეთ კრედიტს?

    თუ თქვენ არ გაქვთ ანგარიში ჩვენ მიერ ჩამოთვლილ კომერციულ ბანკებში, თქვენ შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ თქვენი სასურველი ბანკიდან ნებისმიერ ჩვენს საბანკო ანგარიშზე და ამის მიხედვით მოხდება თანხის თქვენს ანგარიშზე გადმორიცხვა. გაითვალისწინეთ, რომ ბანკთაშორის გადარიცხვებს შეიძლება დასჭირდეს სტანდარტულზე მეტი დრო. ამის გამო, ნეთ კრედიტი გირჩევთ ანგარიში გახსნათ ზემოთ მითითებული ხუთი ბანკიდან რომელიმეში.

  • როგორ მივხვდე შემიძლია თუ არა 500 ლარზე მეტი კრედიტის აღება?

    პირველი სესხის დაფარვის შემდეგ, იცლება თქვენი საკრედიტო ლიმიტი და მომდენვნო სესხის ლიმიტს იხილავთ თქვენს პირად პროფილში.

  • განაცხადი შევავსე და გამოვაგზავნე, კიდევ რა არის საჭირო?

    თუ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია და მოახდინეთ ჩვენს სისტემაში იდენტიფიცირება, ჩვენი ოპერატორები უმოკლეს დროში დაგიკავშირდებიან, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა.  ყურადღება მიაქციეთ, რომ ანგარიში საიდანაც ხორციელდება გადარიცხვა აუცილებლად უნდა გეკუთვნოდეთ თქვენ და არა თქვენი ოჯახის წევრს, მეგობარს, თანამშრომელს და ა.შ  წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტი არ დაგიმტკიცდებათ. აქვე გაცნობებთ, რომ ინფორმაცია თქვენს განაცხადზე  არ გაიცემა ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე. 

  • ნეთ კრედიტის საიტზე გავიარე რეგისტრაცია, როგორ შევავსო განაცხადი?

    რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, საჭიროა თქვენი პირადი  საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხოთ სომბოლური1 თეთრი, რათა მოხდეს თქვენი საბანკო რეკვიზიტების ზუსტი იდენტიფიცირება.  1 თეთრის გადმორიცხვა შესაძლებელია, ინტერნეტ ბანკის ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან. თუ არცერთ ჩვენს მიერ აღნიშნულ  ბანკში არ გაქვთ ანგარიში, უბრალოდ აირჩიეთ რომელიმე მათგანი და თქვენი ბანკიდან, იქ სადაც გაქვთ გახსნილი ანგარიში,  გადმორიცხეთ სიმბოლური  1 თეთრი ჩვენს ანგარიშზე იმ ბანკში, რომელსაც აქ აირჩევთ.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შიდა საბანკო გადარიცხვა ერთი და იმავე ბანკებს შორის გაცილებით სწრაფია. როგორც კი,  თქვენს მიერ გადმორიცხული  1 თეთრი აისახება ჩვენს სისტემაში, მოხდება თქვენი  განაცხადის განხილვა და დასტურის შემთხვევაში სესხი გადმორიცხული იქნება თქვენს საბანკო ანგარიშზე.  გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სესხის განაცხადი განხილული იქნება ჩვენს სამუშაო საათებში: ორშაბათი - შაბათი 09:00 დან 21:00 საათამდე, ხოლო კვირას 09:00 დან 18:00 საათამდე. 

  • რამდენ ხანში აისახება თანხა ჩემს ანგარიშზე?

    თანხა აისახება თქვენს ანგარიშზე მას შემდეგ, რაც მიიღებთ პასუხს განაცხადის თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა გადმოგერიცხებათ 15 წუთში, თუ თქვენ საბანკო ანგარიში გაქვთ საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში, ლიბერთი ბანკში ან რესპუბლიკა ბანკში. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ სხვა ბანკში გაქვთ ანგარიში,რომელიც არ არის ჩამონათვალში, თანხის ასახვას მეტი დრო დაჭირდება.

  • როგორ შემიძლია დავფარო კრედიტი?

    სესხის დაფარვა შეგიძლიათ ონლაინ ბანკის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი საბანკო ფილიალიდან, ვებ საიტიდან www.mm.ge ან ნეთ კრედიტის Fecebook-ის გვერდიდან - facebook.com/netcreditge. ასევე TBC Pay-ის, NOVA-ს და IPS-ის სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით!

    სწრაფი გადახდის ტერმინალით სარგებლობისას აუცილებელია გქონდეთ თქვენი პირადობის პირადი ნომერი. გაცნობებთ, რომ ნებისმიერი გადახდა აისახება მომენტალურად!

    სწრაფი გადახდის ტერმინალით სარგებლობისას მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

    • მთავარ გვერდზე აირჩიეთ საბანკო მომსახურება
    • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
    • Net Credit – (აირჩიეთ ის სერვისი, რომლის გადახდასაც აპირბეთ) სესხის გადახდა ან სესხის გადავადება
    • შეიყვანეთ პირადობის პირადი ნომერი და დაასრულეთ გადახდა.
    არ დაგავიწყდეთ ქვითრის მოთხოვნა!

  • შემიძლია თუ არა დავფარო კრედიტი ვადამდე?

    კრედიტის დაფარვა შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთვის ხელსაყრელ დროს.

  • როგორ გავიგო გამიხანგრძლივეთ თუ არა კრედიტის ვადა?

    რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებულ მეილზე / მობილურის ნომერზე მიიღებთ შეტყობინებას, კრედიტის დაფარვის ახალი ვადით.

  • როგორ მოვიქცე თუ ვერ ვახერხებ კრედიტის დროულად დაფარვას?

    თქვენ შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ კრედიტი 14 ან 30 დღით. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ www.netcredit.ge, ნახოთ განყოფილება „კრედიტის გახანგრძლივება“ და გააკეთოთ არჩევანი კრედიტის ოდენობის და ვადის შესაბამისად. სასურველი ვადით გახანგრძლივების საკომისიო შეგიძლიათ გადაიხადოთ  ჩვენს ანგარიშზე თანხის შემოტანით (ნეთ კრედიტის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, დანიშნულების ველში მიუთითეთ „კრედიტის გახანგრძლივება“). 

  • კრედიტის დაფარვიდან რამდენ ხანში შევძლებ ახალი განაცხადის გაკეთებას?

    კრედიტის დაფარვიდან რამოდენიმე წუთში შეძლებთ ახალი განაცხადის გაკეთებას.