Phone Chat
(+995 32) 220 30 40
9:00 - 21:00 / კვირა 9:00 - 18:00
ონლაინ დახმარება

პრეს რელიზი

თბილისი 28. ნოემბერი 2014

NetCredit - ი ანვითარებს მოღვაწეობას საქართველოში

სწრაფი კრედიტების ორგანიზაცია NetCredit -ი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში, დღეიდან იწყებს მუშაობას ახალი ვიზუალური გამოსახულებით. NetCredit Group - ის კორპორაციულ ნივთებზე გამოსახული იქნება ლოგოტიპი - სტაფილოსფერი საფულე სლოგანით: “შენი მეორე საფულე”. ეს გამოსახულება იქნება წარმოდგენილი ყველა ქვეყანაში, სადაც ორგანიზაცია აწარმოებს ფინანსურ მომსახურებას. NetCredit Group – ი ეს არის ლატვიაში ბაზირებული ფინანსური ინსტიტუცია. ამ ეტაზე მისი შვილობილი კომპანიები მოღვაწეობენ ხუთ ქვეყანაში: ლატვია, საქართველო, პოლონეთი, რუსეთი და ჩეხეთი.

საქართველოში კომპანიამ მუშაობა დაიწყო 2014 წელს, იგი ინტერნეტის მეშვეობით გასცემს კრედიტებს ფიზიკურ პირებზე. საქართველოში საკრედიტო პორტფელი ყოველთვიურად 30% ით იზრდება. სესხების საერთო მოცულობა, რომლებიც გაცემულ იქნა ლატვიაში, პირველი ცხრა თვის განმავლობაში გაიზარდა 803% ით, იგივე პერიოდის განმავლობაში 2013 წელს, პოლონეთში 97% ით. წლის განმავლობაში NetCredit Group ის მიერ გაცემული თანხა შეადგენს 55 000 000 ევროს. თუ შევადარებთ NetCredit Group ის საკრედიტო პორტფელებს პოლონეთს, ლატვიასა და საქართელოს, საქართველოში - ყველაზე დისციპლინირებული პირველი კრედიტ კლიენტები არიან, რომელთა 91% მთლიან კრედიტს ხელშეკრულებით გაწერილ დროში ფარავენ, თავის მხრივ ლატვიაში ასეთი კლიენტთა რაოდენობა შეადგენს 89% ხოლო პოლონეთში 80%. 2014 წლის განმავლობაში გადავადებული კრედიტების წილი საქართველოში შეადგენს 27%, ე.ი. ყოველი მეოთხე კლიენტი იყენებს კრედიტის გადავადების შესაძლებლობას. ლატვიაში მსგავსი მაჩვენებელია 26% ხოლო პოლონეთში 18%.
კრედიტზე მოთხოვნა ხდება ინტერნეტის საშუალებით კომპანიის ვებ გვერდიდან: www.netcredit.ge, განმეორებით კრედიტის ასაღებად მოთხოვნის გაგზავნა შეიძლება SMS შეტყობინების სახით. შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალო დრო - რვა წუთია.

კრედიტზე მოთხოვნების განსახილველად და დასამუშავებლად NetCredit Group მა შეიმუშავა კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც ისწავლება მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მუდმივად იხვეწება. მას ორი მიზანი აქვს: საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება კრედიტის პირობების შემუშავებისას და თაღლითობის მცდელობის თავიდან აცილება. რეგულარულად, ახალ ბაზარზე მოღვაწეობის დაწყებასთან ერთად, იზრდება ასეთი სახის თვითსწავლებად ალგორითმებზე მოთხოვნილება, რომლებსაც აქვთ პროგნოზირების უნარი. ალგორითმის გამოყენება იძლევა საშუალებას გაზარდოს ან შეამციროს გასაცემი კრედიტის მაქსიმალური თანხა, მისაღები რისკის შენარჩუნებით. მაგალითად, საქართველოს კლიენტებისათვის სესხის მაქსიმალური თანხა გაიზარდა 500 დან 650 ლარამდე. სესხის ხანგრძლივობა 1 თვეა.

"თანამედროვე ტქნოლოგიების სწრაფი განვითარება საზღვრავს იმას, თუ რამდენად ჩქარა და წარმატებით მუშაობს ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ეგრეთ წოდებული self-learning scoring ის სისტემით, რომელიც იძლევა საშუალებას კლიენტებს შესთავაზოს მოსახერხებელი და იაფი მომსახურება. მისი უპირატესობაა - სესხი კლიენტამდე მიდის უფრი სწრაფად ვიდრე ეს ადრე ხდებოდა, ამას გარდა, მომსახურების საფასური დაბალია, იმდენად რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ბევრად ეფექტურად შევაფასოთ სესხის პარამეტრები. ახალი ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენება - ჩვენი ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილია" - ამბობს არმანდს ბროკსი, NetCredit Group- ის ხელმძღვანელი.

NetCredit Group მა თავისი მოღვაწეობა 2009 წელს ლატვიაში დაიწყო, სახელით OpenCredit. 2011 წელს კომპანიამ დაიწყო მუშაობა პოლონეთში სახელით NetCredit და 2013 წელს - InCredit, 2012 წელს რუსეთში სახელით eZaem.ru , 2012 წელს ჩეხეთში სახელით NetCredit და 2014 წელს კი საქართველოში იგივე სახელით.

კონტაქტი:

იევა ოზოლინა-ბერზინა
NetCredit Group მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი
+371 29777066, E-mail: ozolina.berzina@netcreditgroup.com