Phone Chat
(+995 32) 220 30 40
9:00 - 21:00 / კვირა 9:00 - 18:00
ონლაინ დახმარება

ვებ-გვერდის გამოყენების წესები

შპს „ტვინოს“ ვებ-გვერდზე www.netcredit.ge დარეგისტრირება და მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება გულისხმობს, რომ ეთანხმებით ვებ-გვერდის გამოყენების წესებს.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დასათვალიერებლად მომხმარებლების არ მოეთხოვებათ პერსონალური მონაცემების მოწოდება. შპს „ტვინოს“ მომხმარებლებს შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქტებისა და პირობების შესახებ. თუმცა, მომხმარებლის სესხის აპლიკაციის განსახილველად, შპს „ტვინო“ ამუშავებს სესხის აპლიკაციაში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს და არეგისტრირებს მომხმარებლებს საკუთარ ბაზაში.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის და შემოთავაზებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შპს „ტვინოს“ უფლება აქვს დაამუშავოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ საიტის გამოყენების სტატისტიკა, ვიზიტის დრო, კონკრეტულ გვერდზე გატარებული დრო, IP მისამართი, ინტერნეტ–პროვაიდერი და სხვა. შპს „ტვინოს“ ვებ-გვერდზე გამოიყენება ქუქი-ჩანაწერები (cookies), რომელიც ხელს უწყობს საიტის ეფექტურ გამოყენებას. ამ მექანიზმის გამორთვა შესაძლებელია, მაგრამ არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ შემთხვევაში საიტის გამოყენების შესაძლებლობა და ფუნქციები მცირდება. საერთო კომპიუტერის გამოყენების დროს, შპს „ტვინო“ გირჩევთ, დარწმუნდეთ, რომ გამოხვედით სისტემიდან, თუ ქუქი-ჩანაწერების ფუნქცია ჩართულია.

ვებ-გვერდზე განთავსებულმა ბმულებმა შეიძლება გადაგამისამართონ სხვა ვებ-გვერდზე. აღნიშნული ვებ-გვერდები არ კონტროლდება შპს „ტვინოს“ მიერ და მას არ ეკისრება პასუხიმგებლობა მათ შინაარსზე.

შპს „ტვინო“ იღებს ყველა გონივრულ ზომას ვებ-გვერდის კომპიუტერული ვირუსებისგან გასაწმენდად, თუმცა ვერ იძლევა გარანტიას რომ საიტზე არცერთ მოცემულ მომენტში არ იქნება კომპიუტერული ვირუს(ებ)ი.

შპს „ტვინო“ გირჩევთ დაიცვათ უსაფრთხოების ყველა პარამეტრი, მათ შორის კომპიუტერის აღჭურვა მოქმედი ანტივირუსით. ყველა ინტელექტუალური და სხვა საკუთრების უფლება, სავაჭრო ნიშნები ეკუთხვნის შპს „ტვინოს“ ან მასთან დაკავშირებულ პირებს.

შპს „ტვინოს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაახლოს ვებ-გვერდის გამოყენების წესები. შესაბამისად, გთხოვთ, ვებ-გვერდის ყოველი გამოყენების წინ ესტუმროთ ამ სექციას და მიიღოთ ინფორმაცია მოქმედი წესების შესახებ.